3rd Oct

მოსწავლეებმა სოფლის ეკოლოგიაზე იზრუნეს

სოფელს მზისგულში  არ იყო განთავსებული ნაგვის ურნები და არ ხდებოდა ნარჩენების გატანა, ამის გამო სოფლის ზოგიერთი ადგილი ბუნებრივ ნაგავსაყრელად იყო გადაქცეული. 

მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე ისწავლეს თუ როგორ უნდა მოაგვარონ სკოლის ან თემის პრობლემები და პრაქტიკაში გამოიყენეს.

სოფელ მზისგულის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრმა  მოსწავლეებმა აწარმოეს ადვოკატირების პროცესი ადგილობრივ თვითმმართველობასთან და შედეგად პირველი ნაბიჯი გადაიდგა, სოფელში სანაგვე ურნა დაიდგა  და დაიწყო სანაგვე მანქანამ ნარჩენების გატანა.