22nd Au

თბილისის # 48 საჯარო სკოლის წინ პანდუსი გაკეთდა

თბილისის # 48 საჯარო სკოლის წინ პანდუსი გაკეთდა.

სკოლის წინ პანდუსის მოწყობა შესაძლებელი გახდა სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრი მოსწავლეების, ნაძალადევის რაიონის გამგეობის და მაჟორიტარი დეპუტატის, თამარ ტალიაშვილის წარმატებული თანამშრომლობის შედეგად.

სკოლაში განსაკუთრებით ზრუნავენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობაზე და სასწავლო პროცესში მათ სრულფასოვან ინტეგრაციაზე. სკოლაში არის კარგად აღჭურვილი რესურს ოთახი და ადაპტირებული გარემო.

იმისათვის რომ, სკოლას ჰქონდეს ყველა პირობა და ნამდვილად იყოს  თანასწორთა სკოლა,  სამოქალაქო კლუბის წევრმა მოსწავლეებმა წერილობით მიმართეს  თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს, ქ-ნ თამარ ტალიაშვილს დახმარებისათვის და თანამშრომლობა  შედგა.