24th Ju

„არ გახდეთ მსხვერპლი“

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრმა მოსწავლეებმა  თემში ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით განახორციელეს მცირე გრანტის პროექტი „არ გახდეთ მსხვერპლი“.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო კამპანია ტრეფიკინგის პრევენციის, პროფესიული განათლების და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ, გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი აჭარის დასაქმების სააგენტოსა და ორ ადგილობრივ კოლეჯს შორის. მემორანდუმის თანახმად, სამოქალაქო კლუბის წევრი მოსწავლეები მუდმივად მიიღებენ ინფორმაციას  რეგიონში საგანმანათლებლო პროგრამებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ  და გამოაქვეყნებენ საინფორმაციო დაფაზე სოფელში.

საინფორმაციო დაფა დამონტაჟდა პროგრამის „მომავლის თაობა“ მცირე გრანტის პროექტის „არ გახდეთ მსხვერპლი“ ფარგლებში.