10th Ju

ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ახალგაზრდებში

ქ. თბილისის #46 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეებმა თანატოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყვეს ხელი. ამ მიზნით და მოსწავლეთა ინიციატივით კუს ტბაზე მარათონი გაიმართა. გარბენში მონაწილეობა მიიღო 120-მა უფროსკლასელმა მოსწავლემ თბილისის 20 საჯარო სკოლიდან. 

ღონისძიების მსვლელობისას კუს ტბაზე მოეწყო მოსწავლეთა ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.  შემოსული თანხა კი თბილისის უსინათლო ბავშვთა # 202 საჯარო სკოლას გადაეცა.

გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს სამახსოვრო საჩუქრებით და პრიზებით.

ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას წინ უძღვოდა შეხვედრები კომპეტენტურ პირებთან; ჯანსაღი კვების, ყოველდღიური ფიზიკური აქტივობების საჭიროების შესახებ ინფორმაციის შეგროვება  და შემდგომ თანატოლებში გავრცელება. 

„მომავალშიც არ გავჩერდებით და ასე მხიარულად გადავდგამთ ნაბიჯებს ჯანსაღი ცხოვრებისკენ“- განაცხადა კლუბის ერთ-ერთმა წევრმა  ნიტა ლომიძემ რუსთავი 2 -თან მიცემულ ინტერვიუში.

მარათონის მოწყობას  მხარი დაუჭირეს: კომპანია „დიო“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა თამაზ დაუშვილმა; სპორტის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა, ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ გამგეობის წევრმა მერაბ მაისურაძემ; ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა დირექტორმა ლევან კიკალიშვილმა; ტანვარჯიშისა და კალათბურთის ფედერაციების წარმომადგენელებმა; ქ. თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კუს ტბის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა  ნინო ქადაგიძემ.