3rd Jul

სპორტული მოედნის კეთილმოწყობა სოფელ ობუჯის სკოლაში

სოფელ ობუჯის  №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა  თემში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა  და სკოლის სპორტული მოედნის რეაბილიტაციის მიზნით წარმატებით ითანამშრომლეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთან, რომელმაც  სკოლას გამოუყო 700 ლარი სკოლის სპორტული მოედნის რეაბილიტაციისათვის, ხოლო სკოლისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა უსასყიდლოდ განახორციელეს სარემონტო სამუშაოები - სპორტული მოედნის ღობის, სკამების,  კალათბურთისა და ფეხბურთის ფარების შეკეთება, შეღებვა. 

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით სკოლაში ჩატარდა სპორტული აქტივობები - სკოლის გოგონათა ფრენბურთის გუნდი შეხვდა მამების გუნდს. ასევე გადაწყდა, რომ სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,  ყოველი წლის 6 აპრილს, სკოლაში  სპორტული ღონისძიებები ჩატარდება, სადაც მოწვეული იქნებიან ახლო მდებარე სკოლების მოსწავლეები და თემის ახალგაზრდები. გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდებიან სპეციალური გარდამავალი პრიზით.

თემში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით  სკოლის მოსწავლეებსა და თემის წევრებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ და მოეწყო თემატური ფილმის ჩვენება - დისკუსია.

მცირე გრანტის პროექტი „სპორტული მოედნის კეთილმოწყობა“ განხორციელდა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.