30th Ma

თბილისის #186 საჯარო სკოლის მოსწავლეების ინიციატივით დიდი დიღომის მოსახლეობისათვის ტრანსპორტირების პრობლემა მოგვარდა

დიდ დიღომში  მუნიციპალური ტრანსპორტის სიმცირის გამო  მოსახლეობას უჭირდა გადაადგილება.  ჩატარებული კვლევებიდან დადგინდა, რომ მიმდინარეობს ახალი კორპუსების მშენებლობა და მოსახლეობის რაოდენობა მუდმივად იზრდება; გარდა ამისა აქ ცხოვრობენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო და სამედიცინო უნივერსიტეტების სტუდენტები (1358 მოსახლე).  არსებული ტრანსპორტის მარშრუტი მათთვის მოუხერხებელი იყო, არაკომფორტული იყო მგზავრობა სკოლის მოსწავლეებისთვისაც, რომელთა რაოდენობა ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო წლებში. 


კვლევის შედეგების შესწავლის შემდეგ მოსწავლეებმა  შეაგროვეს 700-ზე მეტი ხელმოწერა და აწარმოეს ადვოკატირების პროცესი ქალაქ თბილისის მერიასთან. 


მერიამ ახალი ავტობუსების შემოყვანის პერიოდში შეისწავლა მგზავრთა ნაკადის გადაადგილების მიმართულებები და განიხილა მოსწავლეების მიერ მოთხოვნილი მარშუტით ტრანსპორტირების უზრუნველყოფის საკითხი. 


მოსწავლეთა ინიციატივა წარმატებით დასრულდა, ახლა უკვე მოთხოვნილ  მარშრუტზე N54 ავტობუსი დაინიშნა და საგრძნობლად გაუმჯობესდა მოქალაქეების გადაადგილება.