6th Nov

საჭიდაო მოედანი _ კლუბ ,,ბურის“ თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან

2012 წლის 26 სექტემბერს მუხრანის #1 საჯარო სკოლის ეზოში ახლადგახსნილ საჭიდაო მოედანზე პირველი სპორტული ღონისძიება _შეჯიბრი მოსწავლე და უფროს ფალავნებს შორის გაიმართა. შეჯიბრს უამრავი მაყურებელი ჰყავდა. გამარჯვებულს დაწესებული პრიზი გადასცეს.

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში შექმნილი მუხრანის #1 საჯარო სკოლის  სამოქალაქო კლუბ ,,ბურის“ ინიციატივას, სკოლის ეზოში მდებარე საჭიდაო მოედნის განახლების შესახებ, ადგილობრივმა საკრებულომ  მხარი დაუჭირა. ეს ინიციატივა თვითმმართველობასთან თანამშრომლობის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე გააცნეს საკრებულოს თავმჯდომარეს. გამოცხადდა ტენდერი და გამარჯვებულმა ორგანიზაციამ საჭიდაო მოედანი შესაბამისად მოაწყო.

ახლი სპორტული მოედანი სკოლაში და მთელ თემში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას მოემსახურება. ჭიდაობა მუხრანელებისთვის ტრადიციულ და საყვარელ სპორტის სახეობას წარმოადგენს. კლუბ ,,ბურის“  ინიციატივა სასარგებლო და საჭირო საქმის დასაწყისად იქცა.