ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ,,კრეატივი" წევრმა
მოსწავლეებმა ახალგაზრდულ ფორუმზე გადაწყვიტეს ხელი შეეწყოთ შირაქის ველის
ტურისტული პოტენციალის ზრდისათვის . ამისათვის მათ წამოიწყეს საინფორმაციო
კამპანია შირაქის ველის პოპულარიზაციის მიზნით. ითანამშრომლეს ზემო ქედის
ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლთან, რომელმაც გამოუყო მოსწავლეებს
ტრანსპორტი და დახმარება გაუწია არქეოლოგიური გათხრების ადგილას ორი
საინფორმაციო სტენდის დასამონტაჟებლად.