5th Jul

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინის #1 საჯარო სკოლის ეზოში რეკრეაციული ზონა მოეწყო.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინის #1 საჯარო სკოლის ეზოში რეკრეაციული ზონა მოეწყო.
სკოლის ეზოს მოწესრიგება სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ მცირე გრანტის პროექტის „შევუნარჩუნოთ სკოლას მწვანე ფერი“ ფარგლებში გახდა შესაძლებელი.


პროექტის მსვლელობის დროს მოსწავლეები შეხვდნენ თემის წარმომადგენლებს, ჩამოაყალიბეს მუშა ჯგუფი, განიხილეს სკვერის მოწყობის გეგმა და საჭირო სარემონტო სამუშაოები. ასევე, მოეწყო შეხვედრა აგრონომთან. ჩატარდა გამწვანებისა და დასუფთავების აქცია და საინფორმაციო კამპანია გარემოს დაცვის საკითხებზე. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობამ მხარი დაუჭირა მოსწავლეების ინიციატივას და1000 ლარის ღირებულების სკამები შეიძინა ბაღისთვის, ამავე სკოლის კურსდამთავრებულებმა სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო 1500 ლარის ოდენობის მასალები გადასცა სკოლას. პედაგოგიურმა კოლექტივმა და თემის წარმომადგენლებმა კი სარემონტო სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა.

ჩხოროწყუს ადგილობრივმა ტელევიზიამ „TV კოლხეთი 89“ გააშუქა ინფორმაცია პროექტის შესახებ.