11th Ja

საკლასო პროექტის „თანასწორუფლებიანობა“ წარმატებული შედეგი

თბილისის #28 საჯარო სკოლის IX კლასის მიერ განხორციელებული საკლასო პროექტის შემდეგ, ამავე სკოლაში მოსწავლეთა ინიციატივითა და  სკოლის დირექციის ხელშეწყობით, პანდუსი გაკეთდა.  
 
საკლასო პროექტის „თანასწორუფლებიანობა“ მიზანი იყო თანატოლებისთვის და დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის  
მათი უფლებებისა და მოვალეობების გაცნობა. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს და დაამუშავეს ინფორმაცია თანასწორუფლებიანობის შესახებ.  შემდეგ დაამზადეს კედლის გაზეთი და   სკოლაში მოაწყეს საინფორმაციო აქცია.   ასევე,  დაწყებითი კლასელებისთვის ჩაატარეს შეხვედრა, რომელზეც განიხილეს ადამიანთა უფლებები, ტოლერანტობა და შშმ პირთა საჭიროებები.  
სწორედ ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, მას შემდეგ, რაც  მოსწავლეები უკეთ გაეცნენ შშმ პირების უფლებებს,  მათ სკოლის ადმინისტრაციას მიმართეს თხოვნით,  სკოლაში  პანდუსის  გაკეთების შესახებ. საკითხი დადებითად გადაწყდა.  აღსანიშნავია, რომ  სკოლაში ერთი ეტლით მოსარგებლე მოსწავლე სწავლობს და მას პანდუსის გაკეთებამდე, თანატოლების დახმარების გარეშე სკოლაში შესვლა არ შეეძლო.