10th Ja

ხაჯალიის საჯარო სკოლა უზრუნველყოფილია სასმელი წყლით

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიის საჯარო სკოლას მრავალი წლის მანძილზე ჰქონდა სასმელი წყლის პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ სკოლის შენობა ახალი აშენებულია, თანამედროვე სტანდარტებით არის აღჭურვილი და აქვს ჭაბურღილი, სასმელი წყლის პრობლემა მაინც არსებობდა, რადგანაც ჭაბურღილის წყალი სასმელად უვარგისია.  
 
პრობლემის მოგვარების მიზნით IX კლასის მოსწავლეებმა მიმართეს სკოლასთან ახლოს მცხოვრებ ოჯახს, გამოეჩინა კეთილი ნება და მიეწოდებინა სასმელი წყალი სკოლისთვის. მოსწავლეების ინიციატივამ შედეგი გამოიღო - აღნიშნულმა ოჯახმა გაითვალისწინა მოსწავლეების თხოვნა და ნება დართო სკოლას  ესარგებლა მის საკუთრებაში არსებული წყაროს წყლით.
 
წარმატებული თანამშრომლობის შედეგად სკოლის დირექციამ უზრუნველყო წყლის შეყვანა სკოლის შენობაში. აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ სკოლის 220 მოსწავლე და 33 მასწავლებელი უზრუნველყოფილია სასმელი წყლით.