4th Nov

მოსწავლეთა ინიციატივით თემში მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა

ახმეტის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  მატნის  #2  საჯარო  სკოლის  მე-10 კლასის მოსწავლეების ინიციატივით  თემისთვის სასიცოცხლო  მნიშვნელობის საქმე გაკეთდა – სოფელში დამონტაჟდა  ახალი სასმელი  წყლის  ავზი, რომელსაც   ფილტრაციის სიტემა აქვს. 
 
გასულ სასწავლო წელს სამოქალაქო განათლების პედაგოგის მხარდაჭერით სოფელში  სასმელი წყლის საკითხის მოგვარების მიზნით მოსწავლეებმა ადვოკატირების პროცესი აწარმოეს.   მოსწავლეებმა თემში  ხელმოწერები  შეაგროვეს და  პრობლემის  გადაჭრის მიზნით სოფლის  გამგებელს, დავით მამუკელაშვილს, წერილობით მიმართეს დახმარებისთვის.   
 
ადგილობრივმა ხელისუფლებამ  მოსწავლეთა და თემის წევრების თხოვნა განიხილა და საჭირო სამუშაოები განახორციელა, შედეგად   სოფელში   მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარდა - გაუმჯობესდა წყლის მიწოდება და  სასმელი წყლის ხარისხი. 
 
მადლიერებას  ვერ  ფარავენ  თემის  წარმომადგენლები.  
,,ამ პრობლემის მოგვარების იმედი  უკვე  გადაწურული  გვქონდა, წყალი  ცოტა  მოდიოდა, ისიც  არ  იყო  სასმელად  ვარგისიანი, დღეს  გაბედულად  ვსვამთ  წყალს, ვერ  წარმოვიდგენდით  თუ  ასეთ  მნიშვნელოვან  საქმეს  მოსწავლეები  მოაგვარებდნენ, მადლობა  მათ და  იმ  ორგანიზაციის წარმომადგენლებს,  ვინც  წვლილი  შეიტანა  ამ  კეთილ  საქმეში“- ნუნუ   შიომღვდლიშვილი,  ბელა  ხოხობაშვილი.