28th Oc

პროექტი „ოაზისი”

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომას  საჯარო სკოლის მოსწავლეების ინიციატივით განხორციელდა მინი გრანტის პროექტი „ოაზისი“, რომლის მიზანი იყო სკოლაში რეკრეაციული ზონის შექმნა და სკოლის სასმელი წყლით უზრუნველყოფა.    
 
მოსწავლეთა ინიციატივას მხარი დაუჭირა სკოლის ადმინისტრაციამ, რომელმაც სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისათვის 1233 ლარი გამოყო. შედეგად  სკოლაში შეიცვალა წყალგაყვანილობის სისტემა და დამონტაჟდა ონკანი სკოლის ეზოში.   
 
მშობლებისა და თემის წევრების დახმარებით  მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ სკოლის ეზოს მოპირკეთების საქმეში - შეაგროვეს მასალა დეკორატიული საყვავილეებისთვის, მოაწვეს ბილიკები და დარგეს ყვავილები.    
 
სკოლაში რეკრეაციული ზონის შექმნა და სკოლის სასმელი წყლით უზრუნველყოფა ორგანიზებული იყო სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International - აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.