26th Oc

ტყე- პარკის რეაბილიტაცია სოფელ ლაფანყურში

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის  საჯარო სკოლის სამოქალაქო  კლუბის ,,უსასრულობა“ ინიციატივით განხორციელდა მცირე გრანტის პროექტი „ახალგაზრდული  პარკის რეაბილიტაცია“, რომლის მიზანი იყო სოფელში  არსებული  ისტორიული ტყე- პარკის  მოწესრიგება. 
 
მოსწავლეთა ინიციატივას მხარი დაუჭირა თელავის  მუნიციპალიტეტმა,   რომელმაც აღნიშნული  ტყე-პარკის  რეაბილიტაციისათვის 1200 ლარი გამოყო. 
 
თემის ტერიტორიული  ორგანოს  წარმომადგენლებისა და  მშობლების   თანამონაწილეობით მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ ისტორიული ტყე-პარკის რეაბილიტაციაში და  ტერიტორიის  დასუფთავების  შემდეგ დაამონტაჟეს  სკამები, დადგეს  სანაგვე  ურნები, პარკში  არსებულ  ხეებზე  დაკიდეს მეორე მსოფლიო    ომში მონაწილე  სოფლის  ვეტერანთა  სახელები,  რითაც  ისტორიული  მნიშვნელობა  დაუბრუნეს  ტყე-პარკს. 
 
სოფელში ისტორიული  ტყე-პარკის რეაბილიტაცია ორგანიზებული იყო სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International - აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.