7th Jun

მოსწავლეთა უსაფრთხოება სკოლის გარეთ

სკოლა „ივერონის" სამოქალაქო განათლების კლუბის მიერ განხორციელებულ მცირე საგრანტო პროექტს სახელწოდებით „მოსწავლეთა უსაფრთხოება სკოლის გარეთ“ დადებითი შედეგი მოჰყვა.  პროექტის  მიზანი სამანქანე გზებზე არსებული პრობლემებისგან მოსწავლეთა დაცვა,  საგზაო ნიშნების, მოძრაობის უსაფრთხოების წესების ცოდნა და ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გახლდათ.  პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ჩაატარეს ადვოკატირების პროცესი, რათა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხითმოსიარულეთა გადასასვლელი დახაზულიყო. მიზნის მისაღწევად კლუბის წევრებმა  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სატრანსპორტო სამსახურს მისწერეს წერილი. წერილს სწრაფად მოჰყვა რეაგირება და   აღნიშნულ ტერიტორიაზე ფეხითმოსიარულეთა გადასასვლელი დაიხაზა. 
 
მცირე საგრანტო პროექტის განხორციელების პერიოდში მოსწავლეებმა რამდენიმე საინტერესო აქტივობა ჩაატარეს, მათ შორის: კვლევა, თემატური ტრენინგი, მოაწყვეს ვიდეო რგოლების ჩვენება, ნახატების კონკურსი სახელწოდებით „ფრთხილად, გზაზე პატარა მოქალაქეა“, მოიწვიეს სტუმარი შსს-დან, რომელიც მოსწავლეებს ესაუბრა, თუ როგორ უნდა აიცილოს გზებზე არსებული საფრთხე ფეხით მოსიარულემ და რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისთვის საგზაო ნიშნების ცოდნასა და მათ დაცვას.
  
სკოლა „ივერონის" სამოქალაქო განათლების კლუბი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სათემო პრობლემებზე მუშაობას.