20th Ma

საგზაო უსაფრთხოების ადვოკატირების პროცესი რუსთავში წარმატებით დასრულდა

რუსთავის სკოლის „საუნჯე“ მოსწავლეებმა პროგრამის "მომავლის თაობა" მცირე გრანტის პროექტის ფარგლებში საგზაო უსაფრთხოების  ადვოკატირების პროცესი აწარმოეს, რის შედეგად სკოლასთან ახლოს, ქალაქის ცენტრალურ გზაზე დამონტაჟდა შუქნიშანი და თემში გაუმჯობესდა ფეხითმოსიარულეთა უსაფრთხოება.  
 
მოსწავლეებმა ადვოკატირების პროცესში თემში არსებულ, მათი თვალით დანახულ პრობლემებზე გადაწყევტილების მიმღებ პირთა ყურადღება შეაჩერეს. მოსწავლეებმა მოამზადეს ვიდეო რგოლები  თემებზე - საგზაო უსაფრთხოება, ქუჩაში მომუშავე ბავშვები, ტრეფიკინგი. ყველა ეს ვიდეო საზოგადოებას  სოციალური ქსელის მეშვეობით მიეწოდა.  
 
პარალელურად, ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელის მოწესრიგების  თხოვნით, მოსწავლეებმა წერილობით მიმართეს ქალაქის მერიას.  შემდეგ შეხვდნენ რუსთავის მერის მოადგილეს ბ-ნ ლაშა ლობჟანიძეს და საკრებულოს წევრს, მაჟორიტარ დეპუტატს ბ-ნ მარლენ ლაბაძეს.  
  
შეხვედრის დროს მოსწავლეებმა ისაუბრეს კონკრეტულ საგზაო უსაფრთხოების პრობლემაზე - სკოლა მდებარეობს ცენტრალურ ქუჩაზე, ხალხმრავალ უბანში და გადასასვლელის, ან საგზაო ნიშნის არ არსებობა საფრხეს უქმნის, როგორც მოსწავლეებს, ასევე სხვა ფეხითმოსიარულე მოსახლეობას. ამას მოსახლების ვიდეო ინტერვიუც ადასტურებდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსწავლეებს პირობა მისცეს, რომ  გაარკვევდნენ ამ საკითხს და გაითვალისწინებდნენ მოსახლეობის და მოსწავლეთა თხოვნას.  
 
მოსწავლეების ძალისხმევით პრობლემა მოგვარებულია და თემში გაუმჯობესდა ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოება.