19th Ma

სკოლის წინ სიჩქარის შემანელებელი ბარიერის რეაბილიტაცია განხორციელდა

ბათუმის #23 საჯარო სკოლის მოსწავლეების ინიციატივით და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით  სკოლის წინ სიჩქარის შემანელებელი ბარიერის  რეაბილიტაცია განხორციელდა. 
 
ბათუმის #23 საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლების პედაგოგის ბ-ნ გურამ ფარტენაძის მიერ, X კლასში სამოქალაქო განათლების ღია გაკვეთილი ჩაატარდა. ღია გაკვეთილის თემა  "თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან" იყო.  გაკვეთილზე მოწვეული იყო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი. მოსწავლეებმა სტუმარს გააცნეს სკოლის და თემის პრობლემები, რომლებიც მათ მიერ თემში, სკოლაში  ჩატარებული კვლევის შედეგად იყო გამოვლენილი.  პრობლემები სკოლის ეზოს შემოღობვას და სკოლის წინ საგზაო ნიშნების მოწესრიგებას უკავშირდებოდა.  
 
ადგილობრივმა თვითმმართველობამ მოსწავლეების მიერ დასახელებული პრობლემების მოგვარების დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. აპრილის თვეში,  სკოლის წინ საავტომობილო გზაზე, ზამთრის შედეგად დაზიანებული სიჩქარის შემანელებელი ბარიერის აღდგენა განხორციელდა. ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობა განიხილავს სკოლის ეზოს შემოღობვის საკითხს.