29th Ma

ჩიბათის სამოქალაქო კლუბის ინიციატივით სკოლაში სპორტული მოედანი მოეწყო

ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა  მცირე გრანტის პროექტის ,,ცხოვრება მშვენიერია“ განხორციელების პროცესში ადგილობრივ თვითმმართველობასთან  ეფექტური თანამშრომლობით წარმატებას მიაღწია.

თავდაპირველად, მოსწავლეების ინიციატივით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა ჩიბათის სკოლას, ტერიტორია გამოუყო სპორტული მოედნის მოსაწყობად.  მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის დახმარებით ჩიბათის საჯარო სკოლის  სპორტული მოედანი მოწესრიგდა, მაგრამ  სკოლის ბიუჯეტით ვერ ხერხდებოდა სპორტული ინვენტარის შეძენა.

პრობლემის მოგვარებისა და  ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის მიზნით მოსწავლეებმა მცირე-გრანტის ფარგლებში პროექტი ,,ცხოვრება მშვენიერია“ განახორციელეს. პროექტის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრები და  კამპანიები ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის და ინფორმირების დონის ამაღლების მიზნით. ასევე, გრანტის ფარგლებში მოხდა სპორტული ინვენტარისა და გარდამავალი თასების შეძენა, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს  მომავალშიც ჩაატარონ სპორტული თამაშები.

პროექტის მსვლელობის დროს მოსწავლეების მიერ წამოწყებული საქმის მხარდაჭერის მიზნით  ჩიბათის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ალეკო კუკულაძემ სპორტული მოედნისთვის უზრუნველყო მასალა - ლითონის კონსტრუქციები  და ბადეები ფრენბურთის და ფეხბურთის კარებების მოსაწყობად.

მოსწავლეების ინიციტივას  ჩიბათის მუნიციპალიტეტის გამგებელმა  მხარი დაუჭირა და  ჩიბათის საჯარო სკოლაში  სპორტული მოედანი მოეწყო.