11th Ap

ჩამოართვი ჯანმრთელობას ხელი

2011 წლის იანვარ-თებერვალში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის პარტნიორმა ორგანიზაციამ ასოციაცია „ათინათმა“ სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში, პროგრამის ორმოცი პარტნიორი სკოლის  მოსწავლეებს ჩაუტარა ტრენინგი თემაზე „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ . ტრეინინგში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 140 მოსწავლემ რეგიონის მასშტაბით.

ტრენინგის მიზანი იყო სკოლის მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მავნე ჩვევების პრევენცია და მოსწავლეთა ინფორმირება ჯანსაღი ცხოვრების წესზე.  

ტრენინგის შედეგად გადამზადებულმა მოსწავლეებმა მეთოდით „თანატოლი თანატოლს“, თავიანთ სკოლებში ჩაატარეს ტრენინგის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით და გამოაცხადეს კონკურსი „ჩამოართვი ჯანმრთელობას ხელი“. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 150 მოსწავლემ, რომლებმაც შექმნეს ნახატები და მოტოები ჯანსაღი ცხოვრების წესზე.

კონკურსის შედეგად, გამოვლინდა საუკეთესო ნახატები და მოტოები, რომლებიც დაიბეჭდა საინფორმაციო ლიფლეტებში. ლიფლეტები გავრცელდება სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის 56 პარტნიორ სკოლაში, ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში და ბიზნეს კომპანიებში.

კონკურსის „ჩამოართვი ჯანმრთელობას ხელი“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა  2011 წლის 2 აპრილს ზუგდიდის № 1 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში. ღონისძიებას დაესწრნენ  სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში ACETT პროგრამის პარტნიორი სკოლების დირექტორები, ადგილობრივი თვითმმართველობა, რეგიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი, მოსწავლეები, მშობლები და ტრენერები. ღონისძიებაზე მოხდა პროგრამის ფარგლებში დაარსებული სამოქალაქო კლუბების მიერ ჩატარებული სამუშაოების პრეზენტაცია, საუკეთესო 6 ნახატებისა და 4 მოტოების ავტორების დაჯილდოება,  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების მცირე გრანტების მარტის თვის კონკურსის გამოვლენილი გრანტების გაცნობა და პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სამომავლო აქტივობების პრეზენტაცია.  ღონისძიებაზე ასევე განიხილა სამოქალაქო კლუბების მიერ ინიცირებულ სათემო პროექტებში ადგილობრივი თვითმმართველობის ამჟამინდელი და სამომავლო თანამშრომლობის ფორმები, რაზეც  ადგილობრივმა თვითმმართველობამ გამოხატა მხარდაჭერა და გამოთქვა მზაობა მონაწილეობა მიიღოს მოსწავლეთა მიერ დაგეგმილ სხვადასხვა სამოქალაქო ინიციატივებში.