13th Fe

კლუბი „საფიხვნოს“ წარმატება

კაზრეთის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის "საფიხვნო" წევრების ინიციატივით სოფელ ბალიჭის მოსწავლეების პრობლემა მოგვარდა.

დაბა კაზრეთის #1 საჯარო სკოლაში 100-მდე ბავშვი სწავლობს სოფელ ბალიჭიდან, რომლებიც უმეტესად ფეხით დადიან, რადგან მშობლები ვერ იხდიან ტრანსპორტის საფასურს. მოსწავლეებს ფეხით უხდებათ საკმაოდ შორი მანძილის გავლა და განსაკუთრებით უჭირთ გადადგილება ზამთრის პერიოდში.

 

 2012 წლის 5 ოქტომბერს სამოქალაქო კლუბის წევრებმა კაზრეთის რწმუნებულს  მიმართეს თხოვნით, გაეუქმებინა მოსწავლეებისთვის მგზავრობის საფასური. საკითხი განიხილეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, თემმა და მშობლებმა მოაგროვეს ხელმოწერები. სამოქალაქო კლუბის ინიციატივა წარმატებით დასრულდა და კაზრეთის მუნიციპალიტეტმა საკითხი დადებითად გადაწყვიტა. 2013 წლის იანვრიდან მოსწავლეები უკვე უფასოდ მგზავრობენ.