7th Aug

სულხან ჩარგეიშვილი, ევროპის საბჭოს ახალგაზრდული დეპარტამენტის ექსპერტი

სულხანი ევროპის საბჭოს ახალგაზრდული დეპარტამენტის ექსპერტია და ამჟამად ახალგაზრდების სოციალური უფლებების ხელმისაწვდომობის საკითხებზე მუშაობს. 2011-2012 წლებში, სულხანი USAID- ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში იღებდა მონაწილეობას. სულხანი მისი ცხოვრების ამ პერიოდს იხსენებს.
,,ნამდვილად ფასდაუდებელია ის შესაძლებლობები, რასაც პროგრამა ახალგაზრდებისთვის ქმნის. ის განვითარების და პროფესიული ზრდის თანაბარ შესაძლებლობას აძლევს პროგრამაში ჩართულ ყველა მოსწავლეს. პიროვნულად ჩემში სამოქალაქო განათლების პროექტებში ჩართულობამ გარდამტეხი ცვლილებები მოახდინა. მე, როგორც ახალგაზრდას შესაძლებლობა მქონდა მოხალისეობრივად შემეწყო ხელი საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებებისათვის. მახსოვს, მაშინ მე და ჩემმა მეგობრებო მცირე გრანტების კონკურსში გავიმარჯვეთ და პირველად შევძელით ჩვენს სკოლაში შშმ მოსწავლეებთან ერთად აქტივობის განხორციელება. ამ პროექტის განხორციელებისას ჩვენ ქალაქის მერიასთან წარმატებით ვითანამშრომლეთ და პროექტის მონაწილეებისთვის ადაპტირებული ტრანსპორტი მივიღეთ. მაშინ ჩვენ პრაქტიკაში ვისწავლეთ მოქმედებათა გეგმის შედგენა და მისი განხორციელება და ასევე ფინანსური ანგარიშგება. სამოქალაქო განათლების პროგრამის დამსახურებით მე უამრავი მოსწავლე და მასწავლებელი გავიცანი სხვადასხვა სკოლებიდან და ამ კონტაქტებს დღემდე ვიყენებ" - ამბობს პროგრამის კურსდამთავრებული სულხან ჩარგეიშვილი.