21st Ja

დაბა კაზრეთის სამოქალაქო კლუბის „საფიხვნოს“ წევრების ინიციატივა

დაბა კაზრეთის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „საფიხვნოს“ წევრებმა  სოც.მედიის საშუალებით შეიტყვეს  თბილისში არსებული ბერძნული სამედიცინო კლინიკა „ჰიპოკრატეს“ საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ.

 კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს კლინიკა „ჰიპოკრატეს“  საშუალებით დახმარებოდნენ თავიანთი სკოლის 82 სოციალურად დაუცველ  და 25 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს. „საფიხვნოს“ წევრებმა  დახმარებისთვის მიმართეს კლინიკა „ჰიპოკრატეს“ და ასევე დაბა კაზრეთის პოლიკლინიკის ხელმძღვანელობას, რომლებმაც მოსწავლეთა ინიციატივას მხარი დაუჭირეს.  შედეგად, კლინიკა „ჰიპოკრატემ“ კლუბ საფიხვნოს“ გადასცა 180 ცალი სასკოლო ნივთების კომპლექტი, რომლის უსასყიდლოდ ჩამოტანა უზრუნველყო დაბა კაზრეთის პოლიკლინიკის დირექტორმა, ბ-ნმა ედუარდ ენუქიძემ.  2012 წლის 10 დეკემბერს კლუბ „საფიხვნოს“ წევრებმა მიღებული საჩუქრები დაურიგა ამავე სკოლის ბენეფიციარებს.

„საფიხვნოს“ წევრების გადაწყვეტილებით 15 კომპლექტი გადაეცემა ბედიანის ბავშვთა სახლის ბენეფიციარებს, რომლებთანაც კლუბის წევრებს მჭიდრო კონტაქტი აქვთ.