23rd Ju

ზაზა ზანგურაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველის ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი

ზაზა ზანგურაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველის ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტია. ის პარალელურად საქართველოს უნივერსიტეტში კონსტიტუციურ სამართალს ასწავლის. ზაზა პროგრამაში ქ. ქუთაისის #21 საჯარო სკოლაში 9 წლის წინ ჩაერთო. მონაწილეობა მიიღო და განახორციელა სხვადასხვა სასკოლო პროექტი. ზაზამ უმაღლესი განათლება თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში მიიღო. ასევე, წარმატებით გაიარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა.
,,9 წლის წინ, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მოსწავლეთა სასწავლო ვიზიტის შემდეგ გადავწყვიტე იურისტი გავმხდარიყავი. შეხვედრა სასამართლოს თავმჯდომარესთან, ჩვენს შორის შემდგარი კომუნიკაცია და იქ არსებული გარემო დამეხმარა ამ მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთებაში. სამოქალაქო აქტივობებით მიღებული გამოცდილება არა მარტო პროფესიული მიმართულებით დამეხმარა, არამედ ისეთი მნიშვნელოვანი ღირებულებები შემძინა, როგორიცაა სოლიდარობა, ემპათიის განცდა, საკუთარი თავის რწმენა და გვერდით მყოფების დახმარება. მოსწავლეებს სამოქალაქო აქტიურობისკენ მოვუწოდებ. ეს საინტერესო პროცესი, მათთვის პიროვნული თავისუფლების და წარმატების მიღწევის საწინდარი გახდება“ - ამბობს ზაზა ზანგურაშვილი