22nd Ap

სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა დედამიწის დღე სხვადასხვა აქტივობით აღნიშნეს

    სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დედამიწის საერთაშორისო დღეს გარემოს დაცვის მხარდასაჭერი აქტივობებით გამოეხმაურნენ.

    დედამიწის დღე, გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება და მსოფლიოში ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.

    სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა მოამზადეს სასკოლო პოსტერები, ბროშურები, მონაწილეობა მიიღეს სასკოლო და ადგილობრივი გარემოს გამწვანება, დასუფთავების აქციებში, შეხვდნენ გარემოს დაცვის სპეციალისტებს და გარემოს დაბინძურების პრევენციის მიზნით ადგილობრივ თემში საინფორმაციო კამპანიები აწარმოეს.