28th Ja

მოსწავლეები ეკონომიკურად შეჭირვებულ, მრავალშვილიან ოჯახებს და მარტოხელა მოხუცებს ეხმარებიან.

სოფელ ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა ადგილობრივ თემთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან თანამშრომლობით წარმატებული საქველმოქმედო კამპანია განახორციელეს.

მოსწავლეებმა  სამოქალაქო განათლების პედაგოგის დახმარებით საქველმოქმედო აქცია თავდაპირველად ეკონომიკურად შეჭირვებული ოჯახების და მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად გამართეს. მათ მიერ მომზადებული საქველმოქმედო  ყუთები წარწერით ,,უფასო პური, ,,უფასო პირბადე ადგილობრივ სასურსათო მაღაზიაში განთავსდა.  

აქციის შედეგად მოსწავლეებმა თანატოლებს შეჭირვებული ოჯახებიდან ონლაინ გაკვეთილებისთვის საჭირო ინტერნეტის თანხა შეუგროვეს, მარტოხელა მოხუცებს კი შემოწირული სურსათ სანოვაგე დაურიგეს და მათ საოჯახო საქმეების მოწესრიგებაში დახმარება გაუწიეს.

 

მოგვიანებით სოფელ ქვედა საზანოს სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა წარმატებით ითანამშრომლეს რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატთან, რომელმაც სოციალური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებს მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სურსათ სანოვაგე გადასცა.  მოსწავლეებმა  რეგულაციების დაცვით საქველმოქმედო კამპანიის ბენეფიციარებს სხვადასხვა სახის პროდუქტი პირადად დაურიგეს