14th Se

მოსწავლეებმა სასკოლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ადვოკატირების პროცესი აწარმოეს

ოსიაურის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა სასკოლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ადვოკატირების პროცესი წამოიწყეს. ისინი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს  შეხვდნენ და ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გააცნეს. შეხვედრაზე იმსჯელეს, თუ რა ღონისძიებების გატარებაა საჭირო სკოლისა და სოფლის გარემოს გასაუმჯობესებლად.

წარმატებული ადვოკატირების კამპანიის შედეგად  ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოფელში ნაგვის ურნები დადგა, ხოლო სკოლას 90 მარადმწვანე ნერგი გადასცა, რომელიც სკოლის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგო.  სკოლის ეზოს გამწვანებისა და მოწესრიგების პროცესში კლუბის  წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ.