27th Au

მოსწავლეები სოფელში არსებული პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავენ

სოფელ ბრეთის მეურნეობის სასკოლო სამოქალაქო კლუბის მოსწავლეები სოფელში არსებული პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავენ.

მათ ჩაატარეს გამოკითხვა, რომელმაც ახალგაზრდების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გამოკვეთა: სოფელს არა აქვს სკვერი. კლუბის წევრებმა მოამზადეს წერილი და ადგილობრივ ხელისუფლებას სკვერის მოწყობის თხოვნით მიმართეს. ახალგაზრდებს სურთ, სოფელში ჰქონდეთ ადგილი, სადაც შეხვედრებისა და დისკუსიების მოწყობას, სამომავლო სამოქალაქო აქტივობების დაგეგმვასა და თავისუფალი დროის გატარებას შეძლებენ.

მოსწავლეთა თხოვნა დადებითად გადაწყდა - ადგილობრივი ხელისუფლება უახლოეს მომავალში პარკის მოწყობას დაჰპირდა მათ.

გარდა ამისა, კლუბის წევრებმა სოფლის ავტობუსის მოსაცდელის განახლება და შეკეთებაც მოინდომეს, რისთვისაც ესკიზები მოამზადეს და კედელი მოხატეს.