11th Ju

თბილისის #59 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემის პრობლემის მოგვარებაზე იზრუნეს

თემის პრობლემების მოგვარების მიზნით ჩატარებული ადვოკატირების კამპანია წარმატებით სრულდება.

თბილისის #59 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემის საჭიროებების კვლევის დროს დაადგინეს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობამ პრიორიტეტულ პრობლემად საცხოვრებელ სახლებს შორის არსებული კიბის რეაბილიტაცია დაასახელა.

კიბეს როგორც საფეხურების, ისე მოაჯირის რეაბილიტაცია სჭირდებოდა მოსახლეობის უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის.

მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების პედაგოგის შუამდგომლობით, გლდანის გამგეობას ეწვივნენ და შემდეგ წერილობითაც მიმართეს დახმარებისთვის. სკოლის ადმინისტრაციამ გლდანის გამგეობიდან მალე თანხმობის წერილი მიიღო კიბის რეაბილიტაციის შესახებ, ახლახან კი სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაიწყო.

უბნის მაცხოვრებლები მადლიერები არიან მოსწავლეების ინიციატივით მოგვარებული საქმის გამო.