16th Ma

სოფელ თამარიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოფლის პრობლემა მოაგვარეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოფლის პრობლემა მოაგვარეს.
სკოლისკენ მიმავალ გზაზე ხიდს არ ჰქონდა ჯებირი, რის გამოც ფეხით მოსიარულე მოსახლეობას საფრთხე ექმნებოდა ხიდზე გადასვლისას, განსაკუთრებით უამინდობის დროს.
მოსწავლეებმა პრობლემის მოსაგვარებლად ჯერ სკოლის ადმინისტრაციას, ხოლო შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მიმართეს.

ადვოკატირების პროცესი წარმატებული აღმოჩნდა, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოსწავლეთა ინიციატივას დაუჭირეს მხარი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერთან შეხვედრის შემდეგ ხიდზე ჯებირები გაკეთდა.