14th Fe

მოსწავლეებმა შეძლეს თემის წევრების, სკოლისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მობილიზება სკოლაში სუფთა და მწვანე გარემოს შესაქმნელად

სოფელ ჭოღას საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა შეძლეს როგორც თემის წევრების, ასევე სკოლისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მობილიზება სკოლაში სუფთა და მწვანე გარემოს  შესაქმნელად.  ერთობლივი ძალისხმევით მოწესრიგდა და შემოიღობა  სკოლის ეზო და მოეწყო სკვერი, დაირგა ნარგავები, დაიდგა ნაგვის ურნა, მოასფალტდა სკოლამდე მისასვლელი ბილიკი.

გარემოს დაცვის საკითხებზე თემში საინფორმაციო კამპანია, დასუფთავებისა და გამწვანების აქციები ჩატარდა; დამონტაჟდა ბანერი მოწოდებით ნუ დაანაგვიანებთ; სკოლაში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თემის წევრებთან, რომელზეც მოსწავლეების მიერ გადაღებული, სოფლის დაბინძურებული ადგილების ფოტოები უჩვენეს და ინფორმაცია მიაწოდეს გარემოს დაბინძურების ფაქტებზე დაწესებული სანქციების შესახებ; დამზადდა და თემში გავრცელდა საინფორმაციო ბუკლეტები გარემოს დაცვის საკითხებზე.

მცირე გრანტის პროექტი სკოლა - მწვანე, სუფთა გარემო!“  განხორციელდა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მომავლის თაობა ფარგლებში.