12th De

საგზაო ნიშნები და უსაფრთხოება

თბილისის # 119 საჯარო სკოლისკენ მიმავალ გზაზე გადსასვლელი განახლებას საჭიროებდა, გადასასვლელთან ახლოს სატვირთო მანქანები ჩერდებოდნენ და კიდევ უფრო აფერხებდნენ გზაზე უსაფრთხო გადასვლას.
მოსწავლეების ინიციატივითა და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის შალვა ოგბაიძის დახმარებით, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ზებრა გადასასვლელი დაიხაზა, დამონტაჟდა სატვირთო მანქანების გაჩერების ამკრძალავი ნიშანი და განთავსდა ავტობუსის განრიგის აღმნიშვნელი ტაბლო.
შემდეგ კლუბის წევრებმა, საგზაო ნიშნებისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების უკეთ გაცნობის მიზნით, სკოლაში სიმულაციური თამაში - „ვიცნობთ თუ არა საგზაო ნიშნებს?“ - ჩაატარეს და საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს თემში.
ლიბანის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა მადლობას უხდის თბილისის # 119 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ძალისხმევისთვის.