16th Oc

მოსწავლეების წარმატებული თანამშრომლობის შედეგად განმუხურისა და ორულუს საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებს წიგნები გადაეცა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტისა და მოსწავლეების წარმატებული თანამშრომლობის შედეგად განმუხურისა და ორულუს საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებს წიგნები გადაეცა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები აქტიურად თანამშრომლობენ პროგრამის პარტნიორ სკოლებთან და მოსწავლეების მიერ გამართულ შეხვედრებზე ეცნობიან უკვე განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებს.

სოფელ განმუხურისა და სოფელ ორულუს საჯარო სკოლებში მოსწავლეების ინიციტივით ბიბლიოთეკები განაახლეს. თანამედროვე ლიტერატურის შესაძენად მოსწავლეებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას  დახმარება სთხოვეს.

ზუგდიდის მერია სამოქალაქო კლუბების წევრთა თხოვნას ყურადღებით მოეკიდა და  ორივე სკოლის ბიბლიოთეკას  400-400 ლარის ღირებულების 49-49 ცალი წიგნი შეუძინა. 

როგორც მოსწავლეებთან შეხვედრაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ კონსტანტინე კაკავამ განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო განათლების პროგრამა იყო პირველი, რომელმაც ხელი შეუწყო სკოლებში სამოქალაქო კლუბების ჩამოყალიბებას; და რომ, თავის მხრივ, მუნიციპალიტეტიც მზად არის სკოლებთან აქტიური თანამშრომლობისთვის. "გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი“- აღნიშნა მან მოსწავლეებთან შეხვედრისას.