1st Oct

მოსწავლეთა ძალისხმევით სასირეთის კოშკს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

მოსწავლეთა ძალისხმევით სასირეთის კოშკს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შიდა ქართლის ოფისის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე სოფელში არსებული ისტორიული ძეგლის -კოშკის შესახებ ისაუბრეს. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ XVI-XVIII საუკუნეების ძეგლს რეაბილიტაცია სჭირდება. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა მოსწავლეებთან ერთად ისტორიული ძეგლი მოინახულეს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს  დასახმარებლად მიმართეს.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გაითვალისწინა სახალხო დამცველის აპარატის მიმართვა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში მდებარე ცილინდრულ კოშკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა.