10th Se

,,უკეთესი გარემო“

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეების ძალისხმევით სკოლის ეზოში შესასვლელი ბილიკი და პანდუსი მოეწყო. 

ამას წინ უძღოდა მოსწავლეთა მიერ ჩატარებული კვლევა სამომავლოდ სკოლაში შემომსვლელი შშმ მოსწავლეების რაოდენობისა და მათი საჭიროებების შესახებ, რისთვისაც ისინი შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრს ეწვივნენ. შშმ თანატოლებისთვის უკეთესი გარემოს შექმნისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით მოსწავლეებმა დახმარება ადგილობრივი თემისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს სთხოვეს. სწორედ მათი მხარდაჭერის შედეგად შედგა ზემოთ აღნიშნული კეთილმოწყობის სამუშაოები და, ამგვარად, კვირიკეთის საჯარო სკოლა სექტემბერში გაუმჯობესებულ გარემოს დაახვედრებს შშმ მოსწავლეებს.

მცირე საგრანტო პროექტი ,,უკეთესი გარემო“ განხორციელდა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში.