30th Ju

,,შეანელე სვლა“

თბილისის #213 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბსა და დედაქალაქის  მერიის სატრანსპორტო სამსახურს შორის წარმატებული თანამშრომლობა შედგა. კლუბის წევრთა მიერ ინიცირებული პროექტის შედეგად, სატრანსპორტო სამსახურის დახმარებით, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სიჩქარის შემაფერხებელი ბარიერები განთავსდა.

სამოქალაქო კლუბის წევრები აქტიური მოქალაქეები არიან და თემში არსებული პრობლემების მოგვარებაზე სტაბილურად ზრუნავენ. 

ამჯერად, მათ თემში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით დაადგინეს, რომ საგზაო უსაფრთხოების მიზნით, საჭიროა, გზებზე სიჩქარის შემაფერხებელი ბარიერების დამონტაჟება. 

ამასთან დაკავშირებით თემატური საინფორმაციო ბუკლეტები და პოსტერებიც დაამზადეს და გაავრცელეს თემში.