3rd Jul

„ჩემი სოფელი ტურისტულ რუკაზე“

სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის მეათეკლასელებმა სოფლის საინტერესო ადგილები ფოტოებზე აღბეჭდეს, დაამზადეს სოფლის რუკა და ტურისტული გზამკვლევი, რომელზეც სოფლის ყველა ღირსშესანიშნავი ადგილია დატანილი. 
მოსწავლეების ინიციატივით და ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით, სოფლის ღირსშესანიშნაობების შესახებ საინფორმაციო ბანერი ზუგდიდი-მესტიის გზის მონაკვეთზე დამონტაჟდება.
პროექტი „ჩემი სოფელი ტურისტულ რუკაზე“ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე დაიგეგმა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში განხორციელდა.