17th Ju

მოსწავლეებმა საგზაო უსაფრთხოებაზე იზრუნეს

თბილისის № 118-ე  საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა თემში საგზაო უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით ითანამშრომლეს ადგილობრივ თვითმმართველობასთან. შედეგად სატრანსპორტო კომპანიამ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დახაზა ზებრა გადასასვლელი და განათავსა ავტობუსის განრიგის აღმნიშვნელი  ტაბლო. ამის შემდეგ, კლუბის წევრებმა თემში საინფორმაციო კამპანია აწარმოეს საგზაო ნიშნებისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე. 

მოსწავლეთა ინიციატივა განხორციელდა  USAID -ის სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში.