8th May

სოფელ ბენარის სამოქალაქო კლუბის წევრებმა მდინარე ოცხეს ხეობის 5 სოფლის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იზრუნეს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის სამოქალაქო კლუბის წევრებმა მდინარე ოცხეს ხეობის 5 სოფლის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იზრუნეს. 

მოეწყო შეხვედრა თემის, ადგილობრივი თვითმმართველობის, მედიის და გარემოს დაცვის წარმომადგენლებთან. კლუბის წევრებმა მოაწყეს არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალის გამოფენა, მდინარე ოცხეს მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქცია, მომზადდა და მოსახლეობაში დარიგდა საინფორმაციო ბროშურები. ადიგენისა და აბასთუმანის გზაგამყართან დაიდგა ბანერი. 

კლუბის წევრებმა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართეს თხოვნით დამატებით ნაგვის ურნების განთავსების შესახებ კონკრეტულ ადგილებზე, რაც შესაძლებელს გახდის ხელოვნური ნაგავსაყრელების გაუქმებას.