19th De

დუისის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ინიციატივა

    ახმეტის მუნიციპალიტეტის, პანკისის ხეობის, სოფ. დუისის საჯარო სკოლის სამოქალაქო  კლუბის მოსწავლეებმა გასული სასწავლო წლის დასასრულს სკოლაში მოიწვიეს მუნიციპალიტეტის გამგებელი. მოსწავლეებმა გამგებელს კლუბის მუშაობის პრეზენტაცია წარუდგინეს და ასევე სკოლასა და თემში არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს. ერთერთი საკითხი  სკოლასთან ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის დარეგულირებას შეეხო. სოფ. დუისის საჯარო  სკოლა და საბავშვო ბაღი ცენტრალური გზატკეცილის გასწვრივ მდებარეობს. სწრაფად მოძრავი მანქანები დიდ საფრთხეს უქმნის სკოლაში მიმავალ მოსწავლეებს და პედაგოგებს. მოსწავლეებმა გამგებლისგან მიიღეს დაპირება, რომ   ამ პრობლემას მოაგვარებდნენ. მუნიციპალიტეტის გამგეობამ დანაპირები შეასრულა და სოფ. დუისის სკოლისა და ბაღის წინ სიჩქარის შემაფერხებელი  ბარიერი გაკეთდა  და დაიდგა შესაბამისი საგზაო ნიშნები.