23rd De

წლის სამოქალაქო განათლების პედაგოგის ჯილდო

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი აცხადებს კონკურსს სამოქალაქო განათლების 2022 წლის საუკეთესო პედაგოგების გამოსავლენად. დაჯილდოება გაიმართება ეროვნულ კონფერენცია-გამოფენაზე, 2023 წელის 25 მარტს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო დაწესებულებების სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს იმის მიუხედავად, არიან თუ არა ისინი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართული სკოლის პედაგოგები.

2022 წლის საუკეთესო პედაგოგები გამოვლინდებიან საქართველოს ყველა რეგიონსა და თბილისში. გამარჯვებულებს გამოავლენს დამოუკიდებელი ჟიური.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 20 იანვარი. 

დაჯილდოების პროცედურის, შეფასების კრიტერიუმების და კანდიდატურის წარდგენის ფორმის სანახავად გადადით ბმულზე: https://bit.ly/3WoAndo