სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგის კონკურსი
საქართველოს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი აცხადებს კონკურსს სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგების გამოსავლენად. პედაგოგების დაჯილდოება ფორუმის წლიურ ეროვნულ კონფერენციაზე, 2018 წლის 9 ივნისს გაიმართება.
კონკურსი ტარდება პროგრამის „მომავლის თაობა” მხარდაჭერით, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
დაინტერესებულმა პედაგოგებმა 2018 წლის 22 აპრილის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შევსებული განაცხადის ფორმა. კონკურსთან დაკავშირებული დეტალებისთვის იხილეთ ბმული