12th De

გამოცხადდა კონკურსი მოსწავლეებისათვის - ვიდეო ადვოკატირება

გამოცხადდა კონკურსი მოსწავლეებისათვის - ვიდეო ადვოკატირება

PH International საქართველო, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული  პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში აცხადებს ვიდეო ადვოკატირების კონკურსს მოსწავლეებისათვის.  

კონკურსის ფარგლებში: 

·     მოსწავლეები შექმნიან ვიდეორგოლებს მათ ირგვლივ არსებული სხვადასხვა პრობლემის საზოგადოებისათვის ჩვენებისა და ამ პრობლემების მოგვარების  მიზნით;

·     გაიზრდება მოსწავლეთა  სამოქალაქო პასუხისგებლობა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩართულობა

·     მოსწავლეები ეცდებიან მოიძიონ მხარდამჭერები ვიდეორგოლებში მათ მიერ წარმოჩენილი პრობლემების გადაჭრისათვის;

საკონკურსო პირობები და პერიოდი:  

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების მოსწავლეებს. 

მოსწავლეები გადაიღებენ მოკლე, 1 წუთიან ვიდეორგოლებს სხვადასხვა საკითხებზე, რომლთა მოგვარება ან რომელთა მიმართაც საზოგადოების და გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ყურადღების მიპყრობა მნიშვნელოვანია ამ პრობლემების მოგვარების მიზნით.  

ვიდეოების თემები მოიცავს ყველა იმ საკითხს, რომელსაც მოსწავლეები ეცნობიან სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე - ადამიანის უფლებების დაცვა, გარემოზე ზრუნვა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, სკოლასა თუ თემში არსებული პრობლემების მოგვარება და სხვა.   

სავალდებულო ტექნიკური მოთხოვნები:   

მოსწავლეები გადაიღებენ ვიდეოებს და ატვირთავენ  საკუთარ ფეისბუქის გვერდზე. ვიდეო უნდა იყოს საჯარო და მასზე მოსწავლემ უნდა მონიშნოს  სამოქალაქო ინიციატივების ფეისბუქი @სამოქალაქო ინიციატივები/"მომავლის თაობა" და დაამატოს hashtag #მომავლის_თაობა_კონკურსი. 

მოსწავლეებმა ვიდეოები უნდა ატვირთონ  კონკურსის გამოცხადებიდან, ანუ 2016 წლის დეკემბრიდან  2017 წლის 1 მარტის ჩათვლით;  1 მარტის შემდეგ ატვირთული ვიდეოები საკონკურსოდ არ განიხილება. გამარჯვებულების გამოვლენისას მხედველობაში მიიღება 2017 წლის 20 მარტამდე ვიდეოებზე მიღებული მოწონებები. კონკურსის მონაწილე, რომელიც გამოიყენებს ავტოლაიქებს, დისკვალიფიცირებული იქნება კონკურსიდან. 

გამარჯვებულების გამოვლენა:   

გამარჯვების მთავარი კრიტერიუმია მოწონების, გამოხმარურებებისა და გაზიარების რაოდენობა;  

გამარჯვებულები  2017 წლის მაისში გამოვლინდებიან; 

კონკურსის დასრულების შემდეგ გაიმართება საზეიმო დაჯილდოების ცერემონია. გამარჯვებული მოსწავლეები მიიღებენ პრიზს, სერტიფიკატს და სარეკომენდაციო წერილს კარიერული ზრდის ან სწავლის გაგრძელების ხელშეწყობის მიზნით.