23rd Fe

საკონფერეციო მოხსენებების კონკურსი

ძვირფასო ფორუმის პედაგოგებო,

პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში ცხადდება მოხსენებების კონკურსი ფორუმის წევრი სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის ყოველწლიურ კონფერენცია-გამოფენაზე წარსადგენად, რაც დამატებით შესაძლებლობას გაძლევთ გააუმჯობესოთ თქვენი პორფოლიო "მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში" ჩართულობის კუთხით.

კონკურსი შედგება ორი ეტაპისგან:
პირველ ეტაპზე, მსურველბმა უნდა შეავსონ დანთართული სააპლიკაციო ფორმა, სადაც სხვა ინფორმაციასთან ერთად მოცემული იქნება საკონკურსო მოხსენების თემა, სათაური და მოხსენების მოკლე აღწერა (ანოტაცია). ექსპერტთა ჯგუფი, შევსებული სააპლიკაციო ფორმის საფუძველზე, შეარჩევს იმ მონაწილეებს, რომლებიც გადავლენ მომდევნო ეტაპზე და მოამზადებენ მოხსენებებს.

მეორე ეტაპზე, მოწოდებული მოხსენებებიდან შერჩეული იქნება ის მოხსენებები, რომლსაც ავტორები წარმოადგენენ კონფერენციაზე.

დაინტერესებულმა პედაგოგებმა უნდა შემოიტანონ შევსებული განაცხადის ფორმა. განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2016 წლის 25 მარტის ჩათვლით. განაცხადის ფორმა მოწოდებული უნდა იყოს ელექტრონული სახით შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: civics@ctc.org.ge.
ელექტრონული გზავნილის სათაურში მითითებული უნდა იყოს: "საკონფერეციო მოხსენებების კონკურსი"
შესაძლებელია განაცხადის ფორმის ასევე პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვისაც მიწოდებაც.

თანდართულ ფაილში იხილეთ სააპლიკაციო ფორმა და მოხსენების სტრუქტურა, რომლითაც შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ მოხსენების მომზადებისას.

სააპლიკაციო ფორმა


დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
ბექა ურუშაძე
beka.urushadze@ctc.org.ge
577 980 884
ასევე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ფორუმის რეგიონალურ კოორდინატორებს და პროგრამის პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებს.