20th Ja

წლის სამოქალაქო განათლების პედაგოგის ჯილდო

ძვირფასო პედაგოგებო,

საქართველოს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი აჯილდოვებს სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგებს. ჯილდო ფორუმის წლიურ ეროვნულ კონფერენციაზე, 2016 წლის 28 მაისს გაიცემა.

ღონისძიება იმართება  პროგრამა “მომავლის თაობის” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

ჯილდოს სახით გამარჯვებულ პედაგოგს ფორუმი გადასცემს მადლობის სიგელსა და ფორუმის ლოგოს გამოსახულებით სპეციალურად დამზადებულ სახელობით პრიზს  წარწერით “სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგი - 2015”.

2015 წლის საუკეთესო პედაგოგები გამოვლინდებიან საქართველოს 11 რეგიონში: კახეთი, თბილისი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, სამეგრელო ზემო სვანეთი, გურია, აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი და მცხეთა-მთიანეთი.

გამარჯვებულებს დამოუკიდებელი ჟიური გამოავლენს.

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა პროფესიული ქსელია, ის ასევე ღიაა სამოქალაქო განათლების საკითხებით დაინტერესებული სხვა პედაგოგებისათვის და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის. ფორუმის მთავარი მიზანი სამოქალაქო განათლების პედაგოგთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობაა.


დაჯილდოების პროცედურა

დაინტერესებულმა პედაგოგებმა უნდა შემოიტანონ შევსებული განაცხადის ფორმა. განაცხადის  წარდგენა შესაძლებელია 2016 წლის 27 თებერვლის ჩათვლით.  განაცხადის ფორმა მოწოდებული უნდა იყოს ელექტრონული სახით შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: civics@ctc.org.ge.

 

შესაძლებელია განაცხადის ფორმის ასევე პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვისაც  მიწოდებაც (იხ.: თანდართული ჩამონათვალი).

 

სააპლიკაციო ფორმა შევსებული უნდა იყოს ზედმიწევნით. აქვე მითითებული უნდა იყოს სულ მცირე ორი რეკომენდატორი პირი.  

 

ინფორმაცია ჯილდოზე, განაცხადის ფორმა და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების სია, 2016

  

შეფასების კრიტერიუმები

დაჯილდოებისას ფასდება  მხოლოდ 2015 კალენდარული წლის მანძილზე გაწეული საქმიანობა, კერძოდ:

      პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით გაწეული საქმიანობა;

      პედაგოგის მიერ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების ან მომავლის თაობის პროგრამის  ფარგლებში შექმნილი დამხმარე სახელმძღვანელოების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში, სკოლაში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით;  

      მოსწავლების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობა (პროექტული სწავლება).

 

მოგიწოდებთ აქტიურობისაკენ  და გისურვებთ წარმატებებს!