4th Mar

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიური კონფერენცია-გამოფენა

 

პატივცემულო ფორუმის წევრებო,

გიწვევთ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიურ კონფერენცია-გამოფენაზე. კონფერენცია-გამოფენა გაიმართება 2015 წლის 16 მაისს, ქ. თბილისში, საგამოფენო ცენტრში “ექსპო ჯორჯია” მე-3 პავილიონში, მისამართზე: ა. წერეთლის გამზ.118.

 
ფორუმის მესამე ყოველწლიური კონფერენცია-გამოფენა მასშტაბური ღონისძიებაა და მისი მიზანია, ერთი მხრივ, სამოქალაქო განათლების სფეროში  სიახლეებისა და ინოვაციების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ფორუმის წევრ მასწავლებელთა შორის გამოცდილების გაზიარებისა და  პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორეს მხრივ, საზოგადოებაში და საგანმანათლებლო სისტემაში სამოქალაქო განათლების მნიშვნელობის წარმოჩენა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის პრესტიჟის გაზრდა. 

კონფერენცია-გამოფენის ორგანიზატორია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი საქართველოს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან ერთად.

 

კონფერენცია-გამოფენა იმართება სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში.  პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International  კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და 11 რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან პარტნიორობით. პროგრამა ფინანსდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.

  

კონფერენცია-გამოფენა კომპლექსური ღონისძიებაა და ის მოიცავს პედაგოგთა ნამუშევრების, სამოქალაქო განათლების პროექტების შედეგების გამოფენას, საკონფერენციო პლენარულ მუშაობასა და მუშაობას ქვეჯგუფებში. მასწავლებლებს საშუალება ექნებათ მოაწყონ საკუთარი მიღწევების პრეზენტაცია-გამოფენა. კონფერენციის დასასრულს იგეგმება წლის ჯილდოს გადაცემა 11 რეგიონში გამოვლენილი საუკეთესო პედაგოგებისათვის (იხილეთ კონფერენციის დღის წესრიგი).

დაინტერესებულმა წევრებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია. რეგისტრაცია გასტანს 2015 წლის 10 აპრილის  ჩათვლით. რეგისტრაციის ფორმა თან ერთვის მოსაწვევს. დაინტერესებულმა პედაგოგებმა შევსებული სარეგისტრაციო ფორმა შეგიძლიათ:  

1. გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: civics@ctc.org.ge

2. მოიტანოთ ქვემოთ მითითებულ მისამართზე

3. მიაწოდოთ პროგრამის პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებს

4. გადასცეთ რეგიონულ კოორდინატორებს.

რეგიონული კოორდინატორებისა და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩამონათვალი თან ახლავს სარეგისტრაციო ფორმას, ასევე მოცემულია ვებგვერდზე www.civics.ge .

კონფერენციაზე გაიმართება სამოქალაქო განათლების პროექტების  შედეგების გამოფენა. დაინტერესებულმა პედაგოგებმა,  გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი სურვილი სარეგისტრაციო ფორმაში, დაუკავშირდეთ რეგიონულ კოორდინატორებს  და მათი მეშვეობით 10 აპრილამდე მოგვაწოდოთ მასალა გამოფენისთვის იმ სტანდარტის შესაბამისად, რომელიც ასევე თანდართულია. მასალები, რომლებიც არ უპასუხებენ სტანდარტებს, არ გამოიფინება.

 

გამოფენაში  მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. შესაბამისად, დაინტერესებულ პედაგოგებს ვთხოვთ დროულად მოგვაწოდოთ თქვენი სარეგისტრაციო ფორმები და მიუთითოთ გამოფენაში ჩართვის სურვილი.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი

ქეთი ქობულაშვილი |ბექა ურუშაძე

ტელ.: (577) 980883 | (577) 980884

ელ-ფოსტა: civics@ctc.org.ge

მისამართი: ქ. თბილისი, 0186, ოთარ ჩხეიძის 5

(ყოფილი: ალ. ყაზბეგის გამზ. 34, ნაკვეთი 3)

 

§       თბილისის გარეთ მცხოვრები პედაგოგებისათვის დაგეგმილია მგზავრობის ორგანიზება.

§    არ ანაზღაურდება თვითმფრინავითა და თბილისამდე ტაქსით მგზავრობა, ასევე მგზავრობა ახლომდებარე ქალაქებიდან (რუსთავი, გარდაბანი, მცხეთა).  

§     თბილისში ღამისთევის ან სხვა დამატებით ხარჯებს კონფერენციის ბიუჯეტი არ ითვალისწინებს.

 

განრიგი

სარეგისტრაციო ფორმა