3rd Jun

პროექტის "ხელი ხელს" შემაჯამებელი პრეზენტაცია

პროექტის "ხელი ხელს" ორგანიზატორები ჩაატარებენ შემაჯამებელ ღონისძიებას პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისა და მიღწეული შედეგების ფართო საზოგადოებისათვის გასაცნობად.

 

ღონისძიება გაიმართება 6 ივნისს, 12:00 საათზე "ნატოს" საინფორმაციო ცენტრის ოფისში. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ღონისძიების პრესრელიზი.