15th Oc

სოციალური მედიის ტრენინგი პედაგოგებისთვის

PH International  - საქართველო, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, აცხადებს კონკურსს სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის, სოციალური მედიის 2 დღიან ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად. ტრენინგის მიზანია  პედაგოგებს შეასწავლოს ბლოგების შექმნა და ეფექტიანად გამოყენება პროფესიული განვითარების მიზნით. ბლოგების შექმნის გზით პედაგოგები შეძლებენ კოლეგებს გაუზიარონ ინფორმაცია პროფესიული მიღწევების შესახებ, მიიღონ მათგან რჩევები და გაეცნონ საინტერესო ინფორმაციას  იმ პროექტების შესახებ, რომლებსაც ახორციელებენ მოსწავლეები და მათი კოლეგა პედაგოგები სკოლისა თუ საზოგადოების საკეთილდღეოდ.

 

ტრენინგში მონაწილეობის მიღების მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ  კრიტერიუმებს:

 

  1. მონაწილე უნდა იყოს სამოქალაქო განათლების პედაგოგი პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლიდან, რომელიც მიმდინარე აკადემიურ წელს სკოლაში ასწავლის საგანს. სკოლების სია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე www.civics.ge  სათაურით - პროგრამის „მომავლის  თაობა“ პარტნიორი სკოლების სია. 
  1. მონაწილეს უნდა ჰქონდეს კომპიუტერის საბაზისო ცოდნა და ინტერნეტში მუშაობის გამოცდილება. ტრენინგში მონაწილეობისთვის აუცილებელი საბაზისო ცოდნა გულისხმობს შემდეგი პროგრამების ცოდნას: MS Windows XP, MS Word, Internet, E-Mail.

 

ტრენინგის მონაწილეთა შერჩევა:

 

ტრენინგის მონაწილეთა შერჩევა მოხდება  აპლიკანტის მიერ ელექტრონულად წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმის PH-International-ის მიერ დეტალური განხილვის საფუძველზე.

სააპლიკაციო ფორმა უნდა იყოს სრულყოფილად შევსებული. არასრული აპლიკაციები არ განიხილება.

ტრენინგში მონაწილეობის მსურველმა პედაგოგებმა უნდა შეავსონ ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა არაუგვიანეს 2015 წლის 31 ოქტომბრისა. 

 

 

პროგრამ „მომავლის თაობა“ სრულად უზრუნველყოფს ტრენინგში მონაწილეობისთვის შერჩეული პედაგოგების ტრანსპორტირების, კვებისა და ღამისთევის ხარჯებს.

 

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს თითოეული რეგიონიდან შეირჩევა ორი სამოქალაქო განათლების პედაგოგი. შერჩულ პედაგოგებს დაუკავშირდებიან პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები. ტრენინგი ჩატარდება 2015 წლის ნოემბერსა და დეკემბერში.

 

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ აპლიკანტის მიერ საკუთარი ცოდნისა და უნარების შესახებ არაზუსტი ინფორმაციის მოწოდებამ შეიძლება გამოიწვიოს მისი მონაწილეობა ისეთ ტრენინგში, რომელიც მისი მზაობის დონეს არ შეესაბამება.  ქვემოთ მოცემულ შეკითხვებზე დადებითი პასუხი აბსოლუტურად არ განაპირობებს იმას, რომ აპლიკანტი შერჩეული იქნება ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად. შეკითხვები დასმულია იმის განსასაზღვრად, თუ რამდენად პასუხობს ტრენინგი აპლიკანტის საჭიროებებს.

 

ტრენინგის სააპლიკაციო ფორმა

 

გისურვებთ წარმატებებს!