13th Ma

გასვლითი პროგრამის პრეზენტაცია მედიის წარმომადგენლებისთვის.

2012 წლის ივნისის  თვეში,  PH International  საქართველო, რომელიც ახორციელებს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, ჩაატარებს  ორდღიან გასვლით პროგრამის პრეზენტაციას მედიის წარმომადგენლებისთვის.

სემინარი - პრეზენტაციის დროს PH International  საქართველო მიზნად ისახავს დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდოს ჟურნალისტებს   პროგრამის მიმდინარეობის შესახებ,  მიღწეულ შედეგებზე  და ასევე  მის ფარგლებში არსებულ რესურსებზე. ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია  პროგრამის სამომავლო გეგმებზე  და განსაზღვრონ მათთვის საინტერესო მომავალი თანამშრომლობა. ასევე,  სემინარზე მოწვეული იქნება სამოქალაქო განათლების ექსპერტი,  რომელიც ჩაატარებს სემინარს სამოქალაქო განათლების შესახებ.

პროგრამის მიზანია გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი და გაააქტიუროს ახალგაზრდების მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში. პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.  პროგრამის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით შექმნილია და ფუნქციონირებს 200-მდე სასკოლო სამოქალაქო კლუბი, სადაც მოსწავლეები იკვლევენ სკოლის, თემის  პრობლემებს და ახორციელბენ  სხვადასხვა აქტივობებს ამ პრობლემების მოსაგვარებლად სკოლის და ადილობრივ თვითმართველობასთან თანამშრომლობით საზოგადოების ინტერესების საკეთილდღეოდ.

მასმედიის წარმომადგენლებს, რომლებსაც აინტერესებთ სამოქალაქო განათლების საკითხები,  აქტიური მოქალაქის აღზრდის ხელშეწყობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში და სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ და ითანამშრომლონ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამასთან  გთხოვთ, გამოაგზავნოთ ინტერესის წერილი სამუშაო ადგილის მითითებით ელ ფოსტის მისამართზე:  manana.kubaneishvili@ph-int.org 2012 წლის 18 მაისის ჩათვლით.

PH International  საქართველოს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა უზრუნველყოფს ტრანსპორტირების, სასტუმროში განთავსების და კვების ხარჯებს. სემინარის ჩატარების ზუსტ თარიღს და ადგილს შეგატყობინებთ დამატებით.