სამოქალაქო კლუბების წევრების ვიზიტი საქართველოს კონტროლის პალატაში

2012 წლის 10 თებერვალს ქუთაისის სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები   საქართველოს კონტროლის პალატას ეწვივნენ (სულ 24 მოსწავლე). ვიზიტი მიზნად ისახავდა სამოქალაქო კლუბების წევრების  მიერ  კონტროლის პალატის მუშაობის გაცნობას.
კონტროლის პალატის აპარატის უფროსმა ქ-ნმა ნაზი არონიამ  დაწვრილებით აუხსნა  მოსწავლეებს კონტროლის პალატის ფუნქციები და მუშაობის სპეციფიკა, სახელმწიფო სახსრების გამოყენების კანონიერების და მიზნობრიობის  დაცვის პროცედურები.
მოსწავლეებმა მოინახულეს თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოწყობილი კონტროლის პალატის სამუშაო გარემო, გაესაუბრნენ სხვადასხვა დეპარტამენტის  თანამშრომლებს.
 
ვიზიტი გაშუქდა ტელეკომპანია „რიონის“ საინფორმაციო გამოშვებაში. 
 
ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი