ტრენინგი „საზოგადოებრივი ურთიერთობის საფუძვლები“

2012 წლის 15, 16 და 17 თებერვალს  „სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში  კასპის, გორის და ხაშურის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების  წევრებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „საზოგადოებრივი ურთიერთობის საფუძვლები“. ტრენინგს უძღვებოდა მოწვეული ტრენერი ქ–ნი ლეილა ქავთარაძე, გორის უნივერსიტეტის ლექტორი.
სამოქალაქო კლუბები  პროგრამის ფარგლებში ხშირად ატარებენ  პიარ კამპანიებს საზოგადოების ინფორმირებისა და მათი სამოქალაქო აქტივობის გაზრდის მიზნით. საზოგადოებასთან ურთიერთობის   საკითხების თეორიული ცოდნის  გამოყენებას მოსწავლეები პრაქტიკულ საქმიანობაში  შესძლებენ. 
ინფორმაცია აღნიშნული ტრენინგის შესახებ წინასწარ მიეწოდათ სამოქალაქო კლუბებს, ყველა დაინტერესებულ მოზარდს შესაძლებლობა მიეცა   მათ ქალაქში მიეღოთ ტრენინგში მონაწილეობა. 
ტრენინგზე განიხილეს  საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი საკითხები. ტრენინგმა  დაინტერესება გამოიწვია,  მოზარდებმა  შესძლეს ახლებურად შეეხედათ თავიანთი საქმიანობებისათვის.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 48 მოსწავლემ. 
 საზოგადოება „ბილიკი“